ქართული ენა და ლიტერატურა
ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის\"ტექსტის ანალიზი

qartuli ena da literatura
Description: qartuli ena da literatura
Image copyright: google.ge

პოსტერი არის ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის\" მიხედვით შედგენილი, კერძოდ, ეხება ხიდჩატეხილობის პრობლემას. ხიდჩატეხულობა კი სიმბოლურად სახელია ბატონსა და ყმებს შორის არსებული დიდი უფსკრულისა, რომელსაც ილია ეხმიანება და დიდი გულისტკივილით გადმოგვცემს.

„ოთარაანთ ქვრივის“ საშუალებით ილიამ ისევ ქართველთა ჭირზე ისაუბრა, სოციალურ პრობლემაზე, რაც ქვეყნის ერთიანობას უშლიდა ხელს. ქვრივი გლეხი ქალი და მისი შვილი გიორგი „მშვენიერი სული“ და მისაბაძი პიროვნება. ილია იქვე გვიხატავს ბატონს,_არჩილს, რომელსაც „ გვარიანი სახლ-კარი და მამულები დარჩა, მამისაგან“ „მარტო ერთი გასათხოვარი და-ღა ჰყვანდა და და-ძმა ერთად სცხოვრობდნენ“ . გიორგი, როგორც გლეხის საზოგადოების წარმომადგენელს და არჩილს, როგორც ქართული ინტელიგენციისას ერთმანეთისადმი კარგი დამოკიდებულება ქონიათ. არჩილი ენდობოდა და პატივს ცემდა გიორგის, რასაც დარწმუნებით ვერ ვიტყვით არჩილის დაზე. ყველაფრის მიუხედავად, იყო საკითხები, სადაც სოციალურმა განსხვავებამ ერთი მხარე ფიზიკურად და მეორე სულიერად დააზარალა. არჩილმა გლეხებს და თავადებს შორის დაბრკოლებად ჩატეხილი ხიდი მიიჩნია. პრობლემის მოგვარება კი ცხადია ამ ხიდის შეკეთებით გახდებოდა შესაძლებელი.


მყინვარსა და ქართველ ინტელიგენციას, თერგსა და ქართველ გლეხკაცობას შორის ვთვლი დიდი კავშირია. მყინვარი რთულად მოსაწვდომია ისევე როგორც განათლება, თუმცა შესაძლებელი. იქ მდგარი ადამიანი ზემოდან გადაჰყურებს გარემოს, იმ გარემოს სადაც თერგი მიედინება, ანუ გლეხების საზოგადოებას რომელიც მოძრაობს, ცხოვრობს. მყინვარზე მდგარი ქართველი ინტელიგენცია დაინახავს ზოგადად რა აწუხებს ქვეყანას მყინვარის ძირში, თერგის ირგვლივ, თუმცა იმ სიმაღლიდან სრული კავშირი, ტკივილის შეგრძნება და ამ ტკივილის გულთან მიტანა შეუძლებელია.

ილიას აზრი თერგის შესახებ და არჩილის შეხედულება გლეხების მიმართ მსგავსია „ცხოვრება იმათშია: იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს თითონ სიცოცხლის ძარღვიცა“ „თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა“ „ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“

„ყოველი შენობა ძირიდამ დადებულია, მაღლიდამ კი შენობა არსად დაწყებულა“ განა მართლაც ასე არ არის?! განათლებული არავინ არ იბადება ყველა განათლებას წიგნის ძირიდან, ანბანით იწყებს. ასევეა მყინვარიც პირველად ისიც პატარა იქნებოდა მიწასთან შედარებით ახლოს და მერე დაიწყებდა მაღლა სვლას განათლებული ადამიანივით.


გლეხსა და თავადს, მდიდარსა და ღარიბს, განათლებულსა და გაუნათლებელს შორის ყოველთვის იყო და იქნება ურთიერთკავშირი, თუმცა ჩატეხილი ხიდის შეკეთება და გამთელება რთული პროცესია.

ხიდი რომ გაიდოს ორ ნაპირს შუა, ორივე ნაპირი ერთნაირად გამაგრებული და ძლიერი უნდა იყოს. ხიდის ერთმა და მეორე მხარემაც ერთნაირი სიმძიმე უნდა აიტანოს, რაც მყინვარსა და თერგს, გლეხსა და ინტელიგენციას შორის შეუძლებელია. ხელის შემშლელი ფაქტორებია: გლეხის გაუნათლებლობა, თავადის განათლება, გლეხისთვის საქმეა სიცოცხლე, ძილი მოსვენებაა, აღდგენაა დახარჯულის ღონისა. თავადისთვის კი ნებიერობაა, ღონის გასიებაა, დამძიმებაა. გლეხი ვერ კითხულობს წიგნს თუმცა ღირსებით და ადამიანობით არავის არ ჩამოუარდება, ყოველივე ამის სიმბოლო, სახე იყო გიორგი. „გლეხის ოსტატი-ბუნებაა“ თავადები კი ნაკითხები არიან მაგრამ რამდენად უკეთესნი გლეხებზე?! არის კი მათი წაკითხული საქმეში? არის ის გულში, რაც მათ ენაზეა? სწორედ ამას უჩივის არჩილი: „ წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში“

მართლაც“ ადამიანები ხომ დედის მუცლიდან ერთნაირად შიშველ-ტიტველნი იბადებიან, თან არც ძოწეული მოჰყვებათ, არც გლეხის ტყაპუჭი არც მეფის გვირგვინი და არც მონის უღელი! ცხოვრება თავად ადამიანებმა მოაწყეს ისე, რომ ერთნი ფუფუნებისა და განცხრომის ტახტზე სხედან, მეორენი კი ტანჯვისა და წამების ორმოში არიან ჩაცვენილნი“


ადამიანმა თავად ჩატეხა ხიდი და ძალიან რთულად წარმოსადგენია შეძლებს ის მის გამთელებას?

ადამიანი დიდი ხანია მიეჩვია მაღალ და დაბალ წოდებებს, სოციალურ ჩაგვრას. ვერც კედელი დაინგრევა და ვერც ჩატეხილი ხიდი გამთელდება. რადგან „ არა წეს არც დაჩვევა დაუჩვევლისა და გარდაჩვევა დაჩვეულისა“
This page was edited by mariami (Teacher: mariami) using Web Poster Wizard.